სააკაშვილმა ორშაბათს ოზურგეთი ისე დატოვა, რომ მოსახლეობას არ შეხვედრია. ქვეყნის პირველი პირის სტუმრობის შესახებ გურულები არც არავის გაუფრთხილებია. ასევე გაუფრთხილებლად ჩავიდა დღეს სააკაშვილი ურეკში, სადაც მას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ახლავს.
როგორც გავიგეთ, სააკაშვილი გურიაში ხვალაც იქნება _ პრეზიდენტი ხვალ ბახმაროს მონახულებას გეგმავს.
ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა, სანდო წყარო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბახმაროს დღის პირველ ნახევარში ეწვევა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი მოსახლეობასაც შეხვდება და “ქართული ოცნების” აქციამდე თათბირს და ინსტრუქტაჟს ადგილობრივ ხელისუფლებასაც ჩაუტარებს.
“ქართული ოცნების” გურული წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ეს ვიზიტები აქციასთანაა დაკავშირებული და ფიქრობენ, რომ ხელისუფლება გურულების დაშინებას შეეცდება. თუმცა, აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების გახშირებული ვიზიტები აქციის გამართვას ხელს ვერ შეუშლის და 17-ში, ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრის წინ ბევრი ადამიანი მივა.