როგორც თვითმხილველები “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა, რომლებიც ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველები გარდაცვალების მიზეზად, სიცხის გამო განვითარებულ გულის შეტევას ასახელებენ. ერთ-ერთი მოქალაქე კი ამბობს, რომ გარდაცვლილს იცნობდა და მას შაქრიანი დიაბეტი აწუხებდა.
გარდაცვლილის რიგში დგომას უარყოფს ბანკის დაცვის თანამშრომელი და ამბობს, რომ ქალბატონმა თავი ცუდად მაშინ იგრძნო, როცა ბანკის შენობის კიბეებზე იდგა.
გურიაში “ლიბერთი ბანკი”, ბანკის შენობაში რიგების თავიდან აცილების მოტივით, პენსიონერებს მოძრავი ავტობუსებით ემსახურება, რომლებიც ადგილს ხშირად იცვლიან. პენსიონერები ხშირად უჩივიან, რომ წინასწარ არ იციან, სად იპოვონ “მოძრავი” ბანკის ავტობუსები და ამის გასაგებად, სიცხეში, ჯერ ბანკში მისვლა, შემდეგ კი _ ჩრდილსშეფარებული ავტობუსების მოძებნა უხდებათ.