მრავალ კითხვას ბადებს ის ფაქტი, რომ კალმახელიძემ ამ ეტაპზე რამდენიმე მინისტრის ერთგვარი კომპლექსური ფუნქცია შეითავსა და მოსახლეობას ესაუბრება გაზის, წყლის, ამერიკული პეპლის, ელექტროენერგიის პრობლემების და ასევე, რა თქმა უნდა, პატიმრების შესახებ.
ჭანიეთში სტუმრობისას შეხვედრა სოფლის კლუბში ჩატარდა, სადაც 70-მდე ადგილობრივი მკვიდრი შეიკრიბა. მათ ისაუბრეს არა ერთ პრობლემაზე, რაც ძალიან აწუხებთ. კაკო ლომჯარიამ ენერგოპრობლემის შესახებ, რომელიც მის ოჯახს შეექმნა. ამ საკითხზე, სხვათა შორის, “გურია ნიუსიც” წერდა. ასევე ისაუბრეს სოციალური დახმარების, წყლის, გზის, სკოლის რემონტის შესახებ, პატიმრის მშობელმა დახმარება და თანადგომა ითხოვა, რაზეც კალმახელიძემ მიუთითა, რომ შესაბამის კომისიაში უნდა მოხდეს განცხადების შეტანა.
კალმახელიძემ ანალოგიურ პრობლემებზე ისაუბრა დანარჩენ სამ სოფელშიც, სადაც, ის ყველაფერს ინიშნავდა. მოსახლეობაში გაჩნდა ეჭვი და ღიად საუბრობენ იმაზე, რომ კალმახელიძე კონკრეტულად პატიმართა მშობლების განცხადებითაა დაინტერესებული, რათა მათ მოახლოებული არჩევნების წინ, დახმარება შეპირდეს, თუნდაც მსჯავრდებულის გათავისუფლების კუთხით, სამაგიეროდ კი ხმები მოაგროვოს.
_ სწორედ ეს ინტერესი რომ არ გამჟღავნდეს, კალმახელიძე ამიტომ “წუხს” თეთრი პეპლის თუ ვიღაცის სოციალური დახმარების გამო, თორემ, ჩვენი დარდით ხომ აქამდე არ ეძინა და აწი სიმშვიდე მთლად დაუფრთხებაო, _ ამბობენ გურულები.