როგორც ჩვენი წყარო ირწმუნება, ბერძენიშვილი გურიას კოორდინატორობას აღარ გაუწევს, თუმცა, თავად ბერძენიშვილი ამ ინფორმაცია უარყოფს.
ჯერჯერობით, უცნობია ისიც, ვინ იქნება კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთში, თუმცა, სავარაუდოდ, ეს “ქართული ხმების” წევრი, თემურ ჭკუასელი იქნება, რომელიც ამ დრომდე ჩოხატაურის კანდიდატად განიხილებოდა.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩოხატაურის კანდიდატის ვინაობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის _ აქ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილის, ქეთი დუმბაძის და ცნობილი მომღერლის, თამრიკო ჭოხონელიძის კანდიდატურები განიხილება (ჭოხონელიძეს დედა ჰყავს ჩოხატაურელი).
რაც შეეხება ლანჩხუთს, კოალიცია არც აქ ჩამოყალიბებულა. თუმცა, სავარაუდოდ კანდიდატად ნუკრი ქანთარია სახელდება.