_ ბატონო ბიძინა, ქართული სოფელი უკიდურეს გასაჭირშია. რას ეტყვით ქართველ გლეხს?
_ რა თქმა უნდა, აუცილებლად, სოფლით ვიწყებ, აუცილებლად. სოფლით ვიწყებდი 2003-2004 წლებში. ეს მე ვუთხარი სააკაშვილს და 2 მილიონს ვთავაზობდი. სოფლით უნდა დავიწყოთ, რადგან სოფელშია ქვეყნის ძალა და სწორედ იქ უნდა დასახლდეს და დამაგრდეს ყველაზე მეტი ადამიანი.
_ საკადრო საკითხზეც მინდა გკითხოთ. არსებობს დაკარგული თაობა, დაახლოებით, 38-დან 55 წლამდე _ ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის მიერ უარყოფილი. თქვენი მოსვლის შემთხვევაში, იქნება თუ არა პროფესიონალიზმი ამოსავალი წერტილი და განსაკუთრებული ყურადღებით გატარდება თუ არა საკადრო პოლიტიკა?
_ რა თქმა უნდა, მხოლოდ პროფესიონალიზმს და თავისი საქმის ერთგულებას მიექცევა ყურადღება. სწორედ ეს იქნება წინა პლანზე წამოწეული.