შეგახსენებთ, რომ აკვაპარკი “ციცინათელა” ბიძინა ივანიშვილის აშენებულია. როგორც ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილი ამბობს, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი პოლიციელია მობილიზებული და ის ახლოს მისვლასაც ვერ ახერხებს. ადიკო ივანიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, რატომ შეიჭრნენ “ციცინათელაში” ძალოვნები, თუმცა, ფიქრობს, რომ ეს უკავშირდება პროკურატურის მიერ “გლობალ TV”-ს ანტენების დაყადაღებას, რადგან სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ აკვაპარკში ანტენებია შენახული.
ჩვენი გადამღები ჯგუფი შეკვეთილისკენ მიემართება და ვრცელ მასალას მალე შემოგთავაზებთ.