https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პოლიციაში “გაყიდული” საქმეები! ექსკლუზიურად ვანო მერაბიშვილისთვის…

11:06; 30.06.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გათავისუფლებულები, დაქვეითებულები, სისტემიდან დათხოვნილები, გათავისუფლების მოლოდინში მყოფნი და საერთო ჯამში გაურკვევლობით თავგზააბნეულები, _ გურიის სამხარეო პოლიციას საკადრო ცვლილებების დიდმა წინასაარჩევნო ტალღამ გადაუარა.

როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ვიზიტი ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს ძვირად დაუჯდა. სამმართველოს უფროსს, დავით კაპანაძეს და მის მოადგილეს ბესიკ ბრეგაძეს თანამდებობები დაატოვებინეს. გურიის სოდის უფროსი, ტატო ვასაძე კი ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს უბნის რწმუნებულების ხაზით.

ეს ბოლო დიდი ცვლილებები ლანჩხუთის პოლიციაში, სტატიის პირველი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ მოხდა…

თენგიზ თარგამაძე: “როგორც პოლიციელს, მიკვირს, რატომ არ ისმის კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში? რას ნიშნავს ამდენი პიროვნების დასჯა, სასტიკი საყვედურები, თანამშრომლების გათავისუფლება, დაქვეითებები, უფროსებისა და მოადგილეების მოხსნა. იცით რა ხდება? ხელმძღვანელი სადაც სუსტია, იქ იხსენება ამდენი მოადგილე და თანამშრომელი. იქ ხდება ასეთი ამბები, სადაც უვიცია ხელმძღვანელი და რეგიონში ოპერატიულად ვერ ფლობს სიტუაციას. გაგიკვირდებათ, საქონლის იმდენი ქურდობაა ლანჩხუთში საერთოდ რომ არ ყოფილა არასდროს. მაგრამ არხეინად გრძნობენ თავს, ჩამოსულები არიან, საწვავი არ აკლიათ და მანქანა. თვითონ გულაობენ, არც რესტორნებს იკლებენ იკლებენ და არც ჭამა-სმას. იგულაონ, მაგი ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მართალ კაცს და სამართალს ნუ შეეხება!”

ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომელი თენგიზ თარგამაძე 17 წლიანი მუშაობის შემდეგ, სისტემიდან დაითხოვეს. ის “გურია ნიუსთან” ექსკლუზიურად ყვება იმ ამბებს, რაც გურიის სამხარეოს მთავარ სამმართველოსა და ლანჩხუთის პოლიციაში მას შემდეგ ხდება, რაც საკადრო ცვლილებების შედეგად გურიის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა მთლიანად იმერეთიდან წამოყვანილი კადრებით დაკომპლექტდა.

2 დღის წინ, იმერელი კადრები გურულებით ჩაანაცვლეს. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ამ ყველაფრის მიზეზი, გარდა ბიძინა ივანიშვილის ხალხმხრავალი აქციისა, სხვა რამეც იყო…

გაჟონილი ინფორმაციები, გაუხსნელი და “გაყიდული” საქმეები

გურიაში, ბოლო დროს, პირუტყვის გახშირებული ქურდობით შეწუხებული ადამიანები პოლიციაში განცხადების დასაწერადაც აღარ მიდიოდენ. იცოდნენ, რომ მათთან ან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ განცხადების უკან გატანაზე, ან არანაირი რეაგირება არ მოყვებოდა.

თენგიზ თარგამაძის თქმით, ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც უკვე დაგეგმილი საქმე გაურკვეველი მიზეზების გამო “ფუჭდებოდა”.

“გარდა იმისა, რომ ინფორმაციები გადიოდა, ხშირად, საჭიროდაც არ თვლიდნენ გადამოწმებას. ოპერატიულ სამუშაოებს იმ მარტივი მიზეზის გამო არ ატარებდნენ, რომ ინფორმატორი სხვა პოლიციელი იყო და არა თვითონ. რაღაცეებს იმიზეზებდნენ. ჩასაფრებულები იყვნენ ერთმანეთზე და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობაც კარგად ხედავდა, მაგრამ ყველა თავის სკამს უფრთხილდებოდა. ერთია ეს სკამი და ვერ გაიყვეს. ქუთაისელების თქმის არ იყოს, _ არ დადგეს ერთი გრძელი სკამი, ყველა რომ დაეტიოს ზედ.”

ჩვენი რესპონდენტის განცხადებით, საქმე იქამდე მივიდა, რომ გამზადებული და ოპერატიულად დამუშავებელი საქმეები, ბოლო მომენტში აღარ სრულდებოდა. გაუხსნელი საქმეების გამო, ლანჩხუთის სამმართველო ზემდგომებმა შეაწუხეს.

თენგიზ თარგამაძე: “ამასთან დაკავშირებით, საუბარი მქონდა ლანჩხუთის სამმართველოს ყოფილ უფროსთან, გიგი გეგიაძესთან. მითხრა, ყველა ინფორმაცია ჩემთან მოიტანე და პირობას გაძლევ, არ დაიკარგებაო. დაიმედებული წამოვედი, მაგრამ შვებულებიდან რომ დავბრუნდი, თავის ადგილზე აღარ დამხვდა, სხვა დაუნიშნავთ.”

ქუჩიდან აყვანილი ბავშვები _ მოკლე გზა პოლიციიდან ნარკოლოგიურამდე

შვილების გაშვება ლანჩხუთის ქუჩებში უსაფრთხო აღარ იყო. ყოველგვარი ოპერატიული შეტყობინების, ან რაიმე მსგავსი მიზეზის გარეშე შეეძლო პოლიციას, ჩამოექროლა “ბირჟაზე” მდგომი ახალგაზრდა ბიჭებისთვის და ჯერ პოლიციაში, შემდეგ კი ნარკოლოგიურში გაექანებინა.

თენგიზ თარგამაძე: “ვხედავდი, როგორ აჰყავდათ ჩემს თანამშრომლებს ბავშვები ქუჩიდან, აჰყავდათ უმიზეზოდ, მერე მოჰყავდათ პოლიციაში და მიჰყავდათ ნარკოლოგიურში. რატომ მიგყავთ მეთქი, _ ვეუბნებოდი. ზოგჯერ მეც მავალებდნენ, _ მოდი დაწერე დაკავების ოქმიო. მე არ დამიკავებია და რატომ უნდა დავწერო,-მეთქი. თქვენ ქუჩიდან, სადღაციდან ბავშვები მოგყავთ, იქნება, სადმე გალახეს, მერე რომ იჩივლოს მან ან მისმა მშობელმა, პასუხი მე რატომ უნდა ვაგო,-მეთქი? ამას რომ დაგავალებდა ხელმძღვანელობა და წინააღმდეგობას გაუწევდი, როგორ ბედავ შეპასუხებასო, ბრაზობდნენ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, ქულების დასაწერად. პირზე დავადგები, თუ უნდა ნებისმიერს!”

თარგამაძის თქმით, ამ პოზიციის გამო, გურიის სამხარეოს უფროსს დავით ცირეკიძეს ამბავი მიუტანეს, _ ინტრიგანია, თანამშრომლებს ასე ელაპარაკებაო.

თუმცა, თარგამაძის ათვალწუნების მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, მას გარკვეული სახის ურთიერთობები ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მისი სისტემიდან დათხოვნის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ამავდროულად, მისი გათავისუფლება ვაჟიშვილის “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანების ფაქტს დაემთხვა.

საყვედური მერაბიშვილის ბრძანების შესრულებისთვის

2006 წელს ლანჩხუთის პოლიცია გენერალურმა ინსპექციამ შეამოწმა. როგორც თარგამაძე ამბობს, ამ წლის შედეგებით, ძებნის ხაზით, ლანჩხუთს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. მაშინ ის სწორედ ამ ამ ხაზით მუშაობდა. მიუხედავად საუკეთესო შედეგებისა, მას თბილისიდან გენინსპექციის საყვედური მოუვიდა.

თენგიზ თარგამაძე: “თავისუფლად შეუძლიათ გადაამოწმონ ეს მონაცემები, ყველაფერი მაგათ ხელში არ გადის? 2006 წლის შედეგებით, ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავით ძებნის ხაზით. ჩამოვიდა გენერალური ინსპექციის წარმომადგენელ და სხვებთან ერთად, მეც მესაუბრა. საუბრის დროს, მინისტრის ერთ-ერთ ბრძანებაზე მივუთითე, _ მე მხოლოდ ამ ბრძანების ფარგლებში ვმოქმედებდი და ვიმოქმედებ,-მეთქი. არაფერი უთქვამს, ისე წავიდა. რამდენიმე ხანში, საყვედურის წერილი მოვიდა ჩემზე. დღემდე არ ვიცი რატომ მივიღე საყვედური. დასკვნაში ჩახედვის უფლებაც კი არ გვქონდა, იმ დასკვნაში, რომელიც მე მეხებოდა. ალბათ, ამის მიზეზი მინისტრის ბრძანების ცოდნა იყო. ეს ერთადერთი საყვედური იყო, რაც 17 წლიანი მუშაობის მანძილზე მიმიღია. ამის შემდეგ, ადგნენ და სისტემიდან დამითხოვეს, თითქოს კრიმინალი და კაცისმკვლელი ვიყო! დამითხოვეს გენინსპექციის გაყალბებული დასკვნის საფუძველზე (ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიის პირველ ნაწილში. ავტ).

ვამბობ, რომ დავუმტკიცებ გენინსპექციას სიყალბეს და არავინ მეძახის, რეაგირებას არავინ ახდენს. იქნებ ვიტყუები? არ უნდა დაიწყონ საქმის მოკვლევა? აი, ასეთ სისტემას აშენებენ ეგენი!”

P.S. “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ამ თემაზე სატელევიზიო სიუჟეტები გააკეთა ტელეკომპანია “მაესტრომ” და “მე-9 არხმა”, დაიწერა პრესის საშუალებითაც, რაც საკმარისი საბაბი იყო იმისთვის, რომ სამართალდამცავი ორგანოები თარგამაძის განცხადებებით დაინტერესებულიყვნენ. მინიმუმ, ის მაინც გაერკვიათ, შეესაბამება თუ მის მიერ მედიით გავრცელებული ფაქტები სიმართლეს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8 სექტემბერი, 2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7 სექტემბერი, 2026
სამართალი

გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

12:13; 7 სექტემბერი, 2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს

11:05; 7 სექტემბერი, 2026
სამართალი

მარგო ზოიძის საქმეზე ბრალდებულის მხარემ წინასწარი პატიმრობა გაასაჩივრა

10:40; 7 სექტემბერი, 2026

შოთა უტიაშვილი: "ძალიან უხერხული იქნება ჩემი მხრიდან, ასეთ რამეზე კომენტარი გავაკეთო"

ვინ იქნება მერაბიშვილის შემცვლელი

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო