გავრცელებული ინფორმაციით, ამ ადგილს ვანო მერაბიშვილის მოადგილე, ამირან მესხელი ან თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია დაიკავებს. თუმცა, როგორც ხელისუფლების პირველ პირებთან დაახლოებული ჩვენი წყარო ამბობს, ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრად გადმოყვანა ნაკლებ სავარაუდოა.
ახალი მინისტრის ვინაობა ჩვენი წყაროს ცნობით იმ კვირაში გახდება ცნობილი. იმავე კვირაში, არდადეგებზე გასული პარლამენტიც შეიკრიბება, რომელსაც მთავრობის ახალი შემადგელობა ერთიო კვირის ვადაში აქვს დასამტკიცებელი.
ჩვენს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, გაპრემიერებული ვანო მერაბიშვილი რამდენიმე მნიშვნელიოვან საკადრო ცვლილებასაც განახორციელებს _ მათ შორის, პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანს საკუთარ აპარატში გადმოიყვანს.