_ ბატონო შოთა, რა კომენტარს გააკეთებდით ვანო მერაბიშვილის პრემიერ მინისტრად გადაყვანის გადაწყვეტილებაზე?
_ მე რა უფლება მაქვს, შევაფასო.
_ ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით საკმაოდ მყარი სტრუქტურა ჩამოაყალიბა, მისი წასვლით ხომ არ შეირყევა შსს-ს სისტემა?
_ ასეთ კითხვას ნუ მისვამთ. ძალიან უხერხული იქნება ჩემი მხრიდან, ასეთ რამეზე კომენტარი გავაკეთო.
_ ის მაინც გვითხარით, სად გერჩივნათ ვანო მერაბიშვილის ყოფნა _ შინაგან საქმეთა მინისტრად თუ პრემიერ მინისტრად?
_ (იცინის) ასეთ რამეებს ნუ მეკითხებით, კომენტარს ვერ გავაკეთებ.
_ ბატონო შოთა, თქვენც ხომ არ გიხილავთ პრემიერ მინისტრის აპარატში?
_ არაფერი არ ვიცი.
– მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს ამბავი?
_ არ ვიცი, 5 წუთია, რაც ჩამოვედი.