_ ბატონო დავით, ალბათ, გაიგეთ თქვენი მინისტრი პრემიერ მინისტრად დაინიშნა…
_ არა, არ გამიგია. ვერ დაგიდასტურებთ
_ არა, თქვენი დადასტურება არ გვინდა, უკვე დადასტურებულია, თუ გაიგეთ ეს ამბავი?
_ არა, არ გამიგია ნამდვილად.
_ მაშინ, როცა გაიგებთ, როგორ მოიქცევით? კვლავ გააგრძელებთ მუშაობას თუ სადმე წახვალთ?
_ არა, რატომ უნდა წავიდე?
_ ანუ დარჩებით?
_ კი, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად.
_ ბატონო დავით, როგორც გავიგეთ ოზურგეთში კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ გამართულ აქციაზე, გურიაში ხალხმრავლობის გამო, ვანო მერაბიშვილმა საყვედური გითხრათ თქვენაც და პოლიციის უფროსებსაც, ამაზე რას გვეტყვით?
_ ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა.