_ გადაადგილებები ქვეყნის მთავრობაში სახელმწიფო სისტემის პოლიციური არსისა და არადემოკრატიული ხასიათის კიდევ ერთი დადასტურებაა.
ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ შიშით შეპყრობილი პრეზიდენტი მმართველი რეჟიმისა და საკუთარი თავის გადარჩენას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს. ამის თვალსაჩინო მაგალითია, თუ ვინ ინიშნება პრემიერ-მინისტრად და შინაგან საქმეთა შესაძლო მინისტრად. ეს არაქართული ცნობიერების ხელისუფლების მიერ თავსმოხვეული ორომტრიალი საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ხალხის გამარჯვებით უნდა დამთავრდეს.
ეს არის ხალხის დაშინებისა და ბიზნესის დაკაბალების გზა. აშკარაა, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველია პრეზიდენტისა და ხელისუფლების შიში, გამომდინარე ხალხის რეალური განწყობიდან.
მმართველი პოლიტიკური ძალის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ერთობლივი ფრონტის თაობაზე „სახალხო კრების“ მიერ არაერთხელ გაკეთებული მოწოდების სიმართლეში. _ ამბობს თემურ შაშიაშვილი.