წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
30 ივნისი 2012
თქვენო უწმინდესობა!
თქვენო უწმინდესობა! მე არასოდეს მისარგებლია თქვენი კეთილგანწყობით, სამ ათეულ წელზე მეტია ჩემი ოჯახის ყველაზე დიდი საგანძური ის წიგნია, რომელიც 1989 წელს გელათის აკადემიის გახსნის დღეს მისახსოვრეთ თქვენივე წარწერით – “დიდ მამულიშვილს”… მაგრამ დღეს იძულებული ვარ მოგმართოთ, რადგან მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიების ჩარევა პატიმართა ყოფას კიდევ უფრო დაამძიმებს.
თქვენო უწმინდესობა! საქართველოს საპყრობილეებში არსებული მდგომარეობა საგანგაშოზე მეტია! თუ შევაჯერებთ ყველა ინფორმაციას რაც პრესით თუ “ზეპირად” ვრცელდება, რასაც კერძო საუბრებში ადასტურებენ პატიმრები თუ პრობაციონერები, რაც ენით არ და ვერ ითქმება, ყველაფერი ერთად აღებული – თავზარდამცემია! მსოფლიო განვითარების ისტორიამ მხოლოდ ინკვიზიციის და პოლიტიკური რეაქციის დროიდან შემოინახა მსგავსი ფაქტები.
თქვენო უწმინდესობა! შეიძლება დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ მძიმე წერილი მოგწერეთ, მაგრამ მდგომარეობა იმაზე საგანგაშოა, ვიდრე წარმოსადგენია, დღეს პატიმრების ერთადერთი იმედი და სასოება დედაეკლესიაა.
კრძალვით და პატივისცემით,
მონა ღვთისა თეიმურაზ შაშიაშვილი.
30.06.2012