ისინი ითხოვენ აღნიშნულ ტერიტორიაზე შემოვიდნენ მათ მიერ დაქირავებული დაცვის თანამშრომლები.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, თუ რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ “ბურჯის” და “ელიტა ბურჯის” ტერიტორიაზე შემოვიდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაქირავებული დაცვის თანამშრომლები მაშინ, როცა მთელ პერიმეტრს იცავენ აღნიშნული კომპანიის დაცვის თანამშრომლები.
როდესაც “გურია ნიუსმა” აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელს ირაკლი გოლეთიანს ჰკითხა, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს ტერიტორიაზე სხვა დაცვის თანამშრომლების შემოყვანისთვის, მან განაცხადა, რომ ჩაიხედეთ სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონის 81-ე მუხლის პირველ ნაწილში და ყველაფერს მიხვდებითო.
ჯერჯერობით შპს “ბურჯმა” და “ელიტა ბურჯმა” და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა დაცვის თანამშრომლების ტერიტორიაზე შემოყვანაზე ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.