“გურია ნიუსი” დაინტერესდა, თუ რამდენ ხანში იქნებოდა წერილი, რომელიც “ელიტა ბურჯის” დირექციამ მოსთხოვა აღსრულების ეროვნულ ბიუროს _ საუბარია ტერიტორიაზე დაცვის თანამშრომლების შემოყვანაზე, რომელსაც აღნიშნული ბიურო ითხოვს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, ირაკლი გოლეთიანმა “გურია ნიუსს” განუცხადა: _ ჩვენს პრესსამსახურს დაურეკეთ, მან ყველაფერი იცის და გაგცემთ ამაზე პასუხს, _ გვითხრა გოლეთიანმა.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურს ბესიკ ლილუაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იცის: _ გავარკვევ ყველაფერს და დაგიკავშირდებით, _ თქვა სატელეფონო საუბრის დროს ბესიკ ლილუაშვილმა.
რამდენიმე წუთში ლილუაშვილი მართლაც დაუკავშირდა “გურია ნიუსს” და დაინტერესდა, თუ სად ვიმყოფებოდით ტერიტორიულად. როგორც კი გაარკვია იმის შესახებ, რომ ჩვენ ვიმყოფებოდით ისანში, შპს “ბურჯისა” და “ელიტა ბურჯის” ტერიტორიაზე, გვითხრა: _ ჩვენ ძალიან ბევრ ტერიტორიაზე შევედით დღეს და ახლა გავარკვევთ, რა სამართლებრივ აქტს ითხოვს “ელიტა ბურჯის” წარმომადგენლობა.