შეხვედრიდან გამოსული ბაკურაძის თქმით, საუბარი სოფლის მხარდამჭერი პროგრამების მიმდინარეობას ეხებოდა.
“გურია ნიუსთან” საუბრისას, ბაკურაძე აღნიშნავს, რომ “ამ პროგრამას აქვს ხარვეზები და თანხის რაღაც ნაწილი შესაბამისად არ არის დახარჯული, განსაკუთრებით, ეს ეხება გზების მოხრეშვას _ გზის ამგვარი შეკეთება მხოლოდ ერთ კვირას ძლებს.”
ბაკურაძემ წყლის პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებას 7 მილიარდი ლარი სჭირდება.
ჯამბულ ბაკურაძესთან ინტერვიუს ჩვენ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.