_ პრეზიდენტის ვიზიტის კადრებს ვიღებდი, ჩემთან უცნობი პიროვნება მოვიდა და წამიყვანა, წამოდიო, წამოდიო, თან მაძალებდა, რომ გავყოლოდი, როდესაც არ გავყევი, ასე მითხრა, _ შენ ვერ ხარ შენს მატორზეო და ძალით წამიყვანა. ის დაინტერესდა თუ რომელ მედიასაშუალებას წარმოვადგენდი და მან მითხრა, რომ პრესამსახურის გარეშე არ შემეძლო პრეზიდენტის ვიზიტის გადაღება. სადაც სხვა მედიის წარმომადგენლები არიან, იქ წადიო. მან ჩემი ხელით გადამაშლევინა ვიდეო და ფოტო კადრები. _ გვითხრა ნოდარ მინაძემ.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გურიაში ვიზიტის დროს, “გურია ნიუსის” ვიდეო და ფოტო კადრებს უშლიან.