_ ვიღებთ წერილებს, შეიქმნა კლუბები ლანჩხუთში, ოზურგეთში, რომელსაც “გამარჯვებული ქალები” ქვია. ვეხმარები ასეთ დაავადებულ ქალებს… _ განაცხადა სანდრა რულოვსმა, რის შემდეგ ხალხმა მიხეილ სააკაშვილი შენიშნა და სკანდირება დაიწყეს _ მიშა, მიშა.……
_ მინდა მადლობა ვუთხრა თქვენ გუბერნატორს, რამაზის, ჩემს სანდრას, რომელიც ჩემს პარალელურად დადის და ახლა ყველანი მივდივართ ბახმაროში, რომ ვნახოთ ბახმარო როგორ გაკეთდება ბოლო ხანებში, პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ. ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს ლანჩხთუში და რა თქმა უნდა გურიაში, ბებია მყავს ლანჩხუთელი და ჩემშიც არის გურული მოუთმენლობა, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა მოკლედ ისაუბრა იმ მშენებლობებზე და პროექტებზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს ქვეყნის მაშტაბით, მისივე თქმით, ყველაზე ნაკლები ყურადღება რეგიონებში სამცხე-ჯავახეთს და გურიას ექცეოდა.
_ შემდეგი ჩემი გაჩერება საქართველოს მასშტაბით არის გურია და განსაკუთრებით ლანჩხუთი, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი: _ ძალიან მეშინია 1 სექტემბრის და მეშინია იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანაში ერთბაშად დაზღვეულთა რაოდენობა არ გაზრდილა ისე, როგორც ეს არის საქართველოში. 25 000 ადამიანი იყო საქართველოში დაზღვეული, ძირითადად მთავრობის წევრები, ახლა 1 სექტემბრის შემდეგ 2 500 00 იქნება, ასჯერ გაიზარდა დაზღვეულთა რაოდენობა და კიდევ გაიზრდება, ყველა ადამიანი იქნება დაზღვეული. _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.