_ მითხრეს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვერ შეგვიშვებენ. ვკითხე, ვის უსაფრთხოებას შევუქმნიდი საფრთხეს, თუმცა, პასუხი არ გამცეს და ბოდიში მოიხადეს მხოლოდ, _ გვითხრა ჭკუასელმა და დასძინა, რომ თუ ბახმაროში არ უშვებდნენ, ამის თქმა ხიდისთავშიც შეეძლოთ, სადაც ასევე სპეცრაზმია მობილიზებული.
ჭკუასელის თქმით, ბახმაროში ტრადიციულ დოღს ყოველ წელს ესწრება და მისთვის უცნობია, რატომ არ შეუშვეს ახლა ბახმაროში
_ ჩვენც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ? _ “ქართული ოცნების” წევრების ამ კითხვაზე “ნაციონალური” პასუხი ყველასთვის ცნობილია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბახმაროში გაუგონარი რაოდენობის პოლიციელები არიან მობილიზებული. ისინი მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ ნაციონალებისთვის მიუღებელი ადამიანები ბახმაროში არ მოხვდნენ. სამართალდამცავები არანაირ ყურადღებას არ აქცევენ ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას _ დიდი ნისლის და ბევრი მანქანების გამო აქ დიდი საცობებია.
პოლიციელთა მუშაობას კოორდინაციას უწევს გურიის ყოფილი პოლიცმაისტერი დავით ცირეკიძე. ჩვენს კითხვაზე, თუ რა სტატუსით იმყოფება ის დღეს გურიაში, ცირეკიძემ არ გვიპასუხა.
აღსანიშნავია, რომ ბახმაროში ადგილობრივი პოლიციელები თითქმის არ არიან.