კახა ასკურავას ოპოზიციიდან ხელისუფლებაში მოსვლა, თავის დროზე, ნიკა გვარამიას დამსახურება გახლდათ. ის გურიის გუბერნატორის მოადგილეც იყო, რამდენიმე თვე მუშაობდა ოზურგეთის საავადმყოფოს დირექტორად, რის შემდეგაც ის კვლავ ლანჩხუთში დააბრუნეს და გამგებლის მოადგილედ დაინიშნა.
კახა ასკურავა ერთ-ერთი გამორჩეული ჩინოვნიკია, რომელიც სოციალური ქსელების საშუალებით, ხშირად აკრიტიკებს მედიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ბრძანება მისი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ, 24 აგვისტოს დაიწერა.