ტაკიძე, გასული წლის აგვისტოში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ციხიდან გამოსული ყოფილი გამგებელი “გურია ნიუსთან” საუბრისას კატეგორიულად უარყოფდა ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ ციხე არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ დაატოვებინეს. თუმცა, ნიკოლაიშვილის წარდგენაზე მისმა გამოჩენამ ყველაფერი ცხადი გახადა.
აღსანიშნავია, რომ ტაკიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველაზე ხალხმრავალი სოფლის, ნატანების მკვიდრია. სწორედ მისი ავტორიტეტის იმედი აქვს “ნაციონალებს” აღნიშნულ სოფელში და როგორც გვითხრეს, სწორედ ეს არის მისი ციხიდან გამოშვების მიზეზი.