განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გელა გოშაძემ ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში მუშაობის პერიოდში მიიღო დანაშაულის შესახებ შეტყობინება, რაზეც არ მოახდინა რეაგირება და დამალა დანაშაული.
საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თედო კობახიძე აცხადებს, რომ შსს 2006 წელს ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა ამ წლის 2012 წლის ნოემბერში გადიოდა.
გელა გოშაძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.