რამაზი ერთადერთი ადამიანია საქართველოში, ვისაც ჩემზე ნაკლები სძინავს, ჩემზე ბევრად მეტი ენერგია აქვს.. არაფერი ხელს რომ არ უშლის, ბოლომდე მიმწოლია, ბოლომდე გამკეთებელია და მართლა ყველაფერის ბოლომდე მიმყვანია, მოუსვენარია, მოკლედ, ერთი სიტყვით, ასპროცენტიანი გურულია”, _ განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ შრომაში შეკრებილ მოსახლეობას.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა გურულებს, რომ “თავიდან ვეღარ მოიშორებენ”.
“წინა შეკრებაზე, ოზურგეთში, სადაც იმდენი ხალხი იყო, რომელიც არსად არ შეკრებილა და მაგარი იყო, დაგპირდით, რომ აწი ვერანაირად ვეღარ მომიშორებთ მეთქი! რანაირად მომიშორებთ, ესეთი მაგარი კურორტებია, ასეთი მაგარი ჰავაა, ხალხია ძალიან მაგარი და რაც მთავარია, გასაკეთებელია ძალიან ბევრი და ამას ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე! _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.