ამ წუთებში დაიგეგმა, რომ საპროტესტო აქციამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კუდ-ის შენობასთან გადაინაცვლოს, სადაც მომიტინგეთა ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია იმყოფება.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქრისტიან-დემოკრატი ნინო გურიელი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ ამგვარ, ფუნდამენტურ საკითხებში ყველა ოპოზიციური პარტია და მოქალაქე ერთად უნდა იდგეს.
ჩვენს შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ამ სისტემის ჩამოყალიბება ახალაიას უკავშირდება და მან ამისთვის უნდა აგოს თუ არა პასუხი, გურიელი ამბობს: _ უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია კონკრეტულად ხელი დავადო ახალაიას, მაგრამ ჩვენი მოთხოვნაა, ვინც არ უნდა იყოს ამ სისტემის შემქმნელი და დამნაშავე, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი!
აქციაზე “ქრისტიან-დემოკრატების” თითქმის მთელი შემადგენლობაა მოსული.