აქცია დაგეგმილ დროს, საღამოს 6 საათზე დაიწყო და მასში მონაწილეობას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტები, ქალაქის პირველი და მე-2 სკოლის უფროსკლასელები და მოქალაქეების ნაწილი იღებს. აქცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ შესასველელთან იმართება.
რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე აქციას, ავტომანქანების მძღოლები მხარდაჭერას სიგნალით უცხადებენ.
სტუდენტების მოთხოვნა უცვლელი რჩება. ისინი ბაჩო ახალიას თანამდებობიდან გადაყენებას და პატიმართა წამებაში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ. სტუდენტების განცხადებით თუ ახალაია არ გადადგება, შიმშილობას გამოაცხადებენ.
სტუდენტების აქციას თანდათან მოქალაქეებიც უერთდებიან.