მე არა მაქვს უფლება პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, ჩვენ აკრძალული გვაქვს სინოდიდან პოლიტიკაში ჩარევა და ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას მე ვერ გავაკეთებ.
_ პოლიტიკურ განცხადებას არ ვგულისხმობთ. განვითარებულ მოვლენებს როგორ აფასებთ, ის გვაინტერესებს…
_ სასულიერო პირები რომ შეშფოთებული არიან ასეთ ამბავზე, ეგ ფაქტია და საშინელებაა. მეტი რა უნდა ვთქვა ახლა ამაზე?!
_ რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ?
_ ეგ უკვე ჩემი საქმე არ არის; ეს იმან უნდა გადაწყვიტოს, ვისაც ხელეწიფება ეს და ეს რომ საშინელებაა და ამას რომ რაღაც წერტილი უნდა დაესვას, რად უნდა ლაპარაკი.
_ ჩვენ დღეს ვესაუბრეთ ციხეებიდან გამოსულ მოძღვრებს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმრები შიმშილობის დაწყებას აპირებენ…
_ არ ვიცი, არ ვუყურებ ტელევიზორს და არ ვიცი რა ხდება. მე მივდივარ ახლა საპატრიარქოში და მაინტერესებს თბილისში რა ხდება. ახლა, სულ ლოცვები გვაქვს, ვლოცულობ მშვიდობისთვის და იმისთვის, რომ რაღაცნაირად დაწყნარდეს სიტუაცია. რაც მოხდა ამაზრზენია და რაც ვნახეთ საშინელებაა. ალბათ, ამაზე რაღაც ღონისძიებას მიიღებენ, _ გვითხრა მეუფემ.