აღსანიშნავია რომ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, აღნიშნული ფურცლის დამალვა სცადა, მაგრამ ვერ მოასწრო. კომისიის წევრებს სხვადასხვა ვერსიები აქვთ: ერთ-ერთი ამტკიცებს, რომ ეს ფურცლები სკოლიდან გადმოჰყვათ. სკოლის დირექტორი, ნანა ახალაძე, რომელიც კოხნარის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა, ვერ გვეუბნება თუნდაც სკოლაში რაში სჭირდებოდა ადამიანების პირადობის ნომრები და მათი ხელმოწერები. პასუხი არც მდივანს აქვს. ნინო უშვერიძე, რომელიც "ქრისტიან-დემოკრატების" წევრია, 10 წუთში ათ სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს. კომისიის წევრების მცდელობამ, დახმარებოდნენ კომისიის მდივანს, აეხსნა რა გზით და რატომ მოხვდა მის დოკუმენტაციაში ეს ფურცლები, უშედეგოდ ჩაიარა. ამ თემაზე ვიდეო რეპორტაჟს ჩვენ მოგვიანებით შემოგთავაზებთ და ამავე დროს საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვისაც მივმართავთ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved