ისინი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არიან, თუმცა, სათანადო დოკუმენტის წარმოდგენას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, მათი შესაბამისი მოწმობები კომისიების თავმჯდომარეებს სეიფში აქვთ შენახული.
შუაამაღლების 37-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გელა ყაჭეიშვილი, უცხო პირის უბანზე ყოფნის შესახებ ამბობს, რომ უცხო პირი სკოლის დარაჯია და უბანზე იმიტომ იმყოფება, თუმცა საარჩევნო უბანი სკოლის შენობაში არაა განთავსებული და ეს შენობა სკოლის დამხმარე ნაგებობას წარმოადგენს.