_ კომიტეტის თავმჯდომარის, თედო კობახიძის განმარტებით, ისინი გურჯაანში ჩავიდნენ გარდაცვლილი ბავშვის ამბის გასაგებად. ჩასვლისთანავე შეამჩნიეს, რომ მათ საეჭვოდ აეკიდა ორი ავტომანქანა, „კიას“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა და „ჰიუნდაის“ ჯიპი.
_ როგორც დავადგინეთ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივიტები იყვნენ. იქ მჯდომი პირები სასტიკად გაუსწორდნენ ჩვენს წევრებს, შოთას თავში ურტყეს ქვა და ფიცრები, ასევე სასტიკადაა ნაცემი ინგაც, ისინი ამ ეტაპზე გურჯაანის საავადმყოფოში იმყოფებიან. მაშინვე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია _ განაცხადა თედო კობახიძემ „გურია ნიუსთან“.
როგორც ირკვევა, შოთა ჯოხაძეს თავის ქალის ტრამვა აქვს მიღებული, მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული ინგა ბერიკაშვილსაც, რომელიც აცხადებს, რომ ადამიანში, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა გურჯაანის პოლიციის თანამშრომელი ამოიცნო.