_ ლადო, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილად ხართ გამოცხადებული, ხშირად ჩანხართ სოციალურ ქსელებში, იძლევით ინტერვიუებს და მუდმივად ხაზზე ხართ საქართველოსთან. ხომ არ მიმდინარეობს თქვენზე თვალთვალი ან მანდ არ შეგიმჩნევიათ ვინმეს მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესება?
_ ინტერპოლის მიერ ძებნილად გამოცხადება მანდ ცოტა სხვანაირად აღიქმება. ჰგონიათ, რომ რახან ინტერპოლი გაცხადებს ძებნილად, აუცილებლად უნდა დაგიჭირონ. ასე არ არის. ჯერ იმ სახელმწიფომ უნდა გცნოს დამნაშავედ, ვისგანაც თავშესაფარს ითხოვს. მე ბელგიისგან მოვითხოვე თავშესაფარი და მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, ძებნილი ვარ, თავისუფლად გადავადგილდები აქ, ქალაქში. ასე ადვილად არ ხდება, დამაკავონ და ჩამომიყვანონ. მაგრამ მე თვითონ მინდა საქართველოში ჩამოსვლა, მე ვარ დაინტერესებული იმით, რომ ჩამოვიდე საქართველოში და დამოუკიდებელ სასამართლოს მივცე ჩვენება, _ აცხადებს ლადო ბედუკაძე “გურია ნიუსთან” ინტერვიუში.
ინტერვიუს, სადაც ლადო ბედუკაძემ პატიმრების წამებაში მონაწილე კონკრეტული პირები დაასახელა, ჩვენს ვებგვერდზე მალე შემოგთავაზებთ. ასევე, ინტერვიუდან შეიტყობთ მაღალჩინოსნების ვიზიტების შესახებ ციხეში.































































