_ ჯაბა, როდის უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები საქართველოში?
_ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
_ 2013 წლის 5 იანვარს უფლებამოსილება უწყდება საქართველოს პრეზიდენტს.
_ პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
_ შეუძლია თუ არა ახალ პარლამენტს, პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყოს?
_ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, იმპიჩმენტის წესით, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი დასკვნისთვის გადაეცემა უზენაეს სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს.