მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ხვალ ეყოლება. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იქნება და სააკაშვილი სიტყვით გამოსვლის დროს პირველად მას მიესალმა. ის გამორჩეულად მიესალმა ელჩებს და მეუფე კალისტრატეს, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილის გვერდით იჯდა.
პრეზიდენტს, სიტყვის დასრულებისთანავე, ფეხზე წამოუდგნენ უმცირესობის წარმომადგენლები, რაც არ გაუკეთებიათ უმრავლესობის წარმომადგენლებს.
პრეზიდენტმა პარლამენტი სიტყვით გამოსვლის შემდეგ უმალვე დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ამ წუთებში პარლამენტში ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა.