დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს მოხდება ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე მსჯელობა. მან გუშინდელი სხდომის დასასრულს, სკანდალური განცხადებაც გააკეთა:
_ გიორგი ტუღუშს სახალხო დამცველის პოსტიდან წასვლის თაობაზე არანაირი განცხადება არ დაუწერია და არც თავისი აპარატისა და არც პარლამენტისთვის მიუმართავს. შესაბამისად, საქმე გვაქვს მდგომარეობასთან, როცა სახალხო დამცველს დაკავებული აქვს ახალი თანამდებობა – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება სახალხო დამცველის კანდიდატებს, სოციალური ქსელებს თუ გადავხედავთ, აქ ნინა ხატისკაცის და თამარ გურჩიანის კანდიდატების სპეციალურად შექმენილ გვერდებს ნახავთ. სახალხო დამცველის კანდიდატებად ასევე ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლაიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე სახელდებიან.