აქ რამდენიმე ათეული კაცია შეკრებილი, თუმცა, ეს ლოცვა ცოტა მოგვიანებით დაიწყო, რადგანაც ადგილობრივი მართლმადიდებელი აღმსარებლობის მცხოვრებლები მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ. დღესვე, ნიგვზიანის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობდა შეკრება, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე სასულიერო პირები და ნიგვზიანის სხვადასხვა ღმსარებლობის მცხოვრებლები. სულ ახლახან დასრულდა მოლაპარაკება და ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მუსლიმანური აღმსარებლობის წარმომადგენლები მიიღებენ და საზოგადოებას გააცნობენ გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით გაგრძელდება ამ ოჯახში ლოცვა, ხოლო მართლმადიდებელი ნიგვზიანელები აცხადებენ, რომ “მხოლოდ მეჩეთის მშენებლობის წინააღმდენი არიან, სახლში ლოცვას კი არავის უშლიან“.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved