https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კანონით შექმნილი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც, მინისტრის მოადგილის თქმით, კანონმა გააუქმა

14:11; 9.11.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად, ყველა დოკუმენტაცია ყოველ წელს უნდა შემოწმებულიყო და დარღვევის შემთხვევაში რეაგირებაც მომხდარიყო, როგორც ფაქტები მოწმობენ, ხალხის ფულის არამიზნობრივად ხარჯვისთვის არავინ დასჯილა… არადა, ყველა სამინისტროს, როგორც წესი, მაკონტროლებელი ორგანო ჰყავს გენერალური ინსპექციის სახით. თუმცა, ეს სტრუქტურა მაშინ ამოქმედდება, როცა ამის საჭიროებას მინისტრი, ანუ ის ადამიანი დაინახავს, რომელსაც გენერალური ინსპექცია ექვემდებარება.

ეს რომ სტრუქტურის ყველაზე დიდი შეცდომა იყო, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ჯერ კიდევ 2007 წელს აღნიშნა სპეციალურ ანგარიშში.

“ყველაზე ხშირად გენერალური ინსპექცია სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს და უშუალოდ მინისტრს ექვემდებარება. გენერალური ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, ხოლო მისი რანგი და ხელფასი ჩვეულებრივი დეპარტამენტის უფროსის შესაბამისია. სხვაგვარად უდგება საკითხს ფინანსთა სამინისტრო: აქ გენერალურ ინსპექციას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსი აქვს, რომლის უფროსსაც, მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს.

ფუნქციების მიხედვით გენერალური ინსპექციების დაყოფა ასევე ორ ჯგუფად შეიძლება: სამოქალაქო სამინისტროებში გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, განახორციელოს აუდიტი და ადმინისტრაციული კონტროლი, თუმცა ვერ აწარმოებს საგამოძიებო ქმედებებს. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამართალდარღვევის საფუძვლიანი ეჭვი, საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა (გენერალური პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო). სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან გენერალურ ინსპექციებს მიაწოდონ ინფორმაცია საპასუხო ღონისძიებების განხორციელების შესახებ, თუმცა, როგორც გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები აცხადებენ, ჩვეულებრივ, მათ საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან. სამოქალაქო სამინისტროებისგან განსხვავებით, გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა გენერალური ინსპექციას საგამომძიებლო ფუნქციებიც მიანიჭეს. ამ შემთხვევებში გენერალური ინსპექცია თავად იძიებს ფინანსურ თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და საქმეს სასამართლოს გადასცემს. გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული და ფუნქციური მახასიათებლები ბევრწილად განსაზღვრავს მის ავტონომიურობას სამინიტროს შიგნით. სამართალდამცავ ორგანოებში გენერალური ინსპექცია “შიდა პოლიციად” არის მიჩნეული და განსაკუთრებული პატივით სარგებლობს, მაშინ, როცა სამოქალაქო სამინისტროებში გენერალური ინსპექციის მუშაობა ნაკლებად თვალსაჩინოა. როგორც წესი, სამინისტროებში გენერალური ინსპექციის უფროსები ხშირად იცვლებიან. განსაკუთრებულ შემთხვევად შეიძლება, მივიჩნიოთ იუსტიციის სამინისტრო, სადაც 5 წლის განმავლობაში უფროსი 11-ჯერ შეიცვალა. როგორც წესი, ახალი მინისტრის მოსვლასთან ერთად იცვლება გენერალური ინსპექციის უფროსიც”, _ ვკითხულობთ ანგარიშში.

2005 წელს, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავდა გენერალური ინსპექციის სტატუსს, ფუნქციებს, სტრუქტურას და ორგანიზაციულს მოწყობას. კანონპროექტის თანახმად, გენერალური ინსპექციის ფუნქციები უნდა ყოფილიყო: მოსახლეობის უფლებების დარღვევებზე რეაგირება, ნორმატიული აქტების მოთხოვნების დანერგვის ზედამხედველობა, ფინანსური და სხვა რესურსების ხარჯვის მეთვალყურეობა და აგრეთვე, დისციპლინისა და ეთიკური ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობა.

“საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოს” ანგარიშის თანახმად, კანონპროექტმა შემოწმების განსახორციელებლად ერთთვიანი ვადა დააწესა (განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვები იყო სამთვიანი შემოწმებაც). კანონპროექტის მიხედვით, გენერალური ინსპექცია ვალდებული იყო თითოეული შემთხვევა შეეტანა რეესტრში, სადაც ზუსტად იქნებოდა განსაზღვრული შემოწმების ამოცანები, ვადები და პასუხისმგებელი პირები. კანონპროექტი უფლებას აძლევდა გენერალურ ინსპექციებს, შეექმნათ საბჭო, რომელშიც ჩაერთვებოდნენ როგორც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე მედია. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიღება გავლენას არ მოახდენდა საბიუჯეტო შემოსავლებსა და ხარჯებზე. თუმცა შესაძლებელი იყო ვარაუდი, რომ შიდა კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება თითოეულ სამინისტროს ფინანსებს მნიშვნელოვან ტვირთად დააწვებოდა (რასაკვირველია, თუკი შიდა კონტროლის ინსტიტუტის გაძლიერება სამინისტროების სხვა დანაყოფების ხარჯზე არ მოხდებოდა). ქმედითი გენერალური ინსპექცია ასევე შეიძლებოდა განხილულიყო საზოგადოებრივი რესურსების ეფექტური მობილიზაციისა და ეფექტიანი ხარჯვის ხელშემწყობ საშუალებად.

კანონპროექტი წარდგენილ იქნა პარლამენტში, თუმცა ოფიციალურად არც დარეგისტრირებული ყოფილა და არც კომიტეტებში განხილულა. პარლამენტარებმა კანონპროექტი იმ მიზეზით დაიწუნეს, რომ იგი მათ საბჭოთა პერიოდის კონტროლის სისტემის აღდგენის მცდელობად მიიჩნიეს. ამ ინიციატივის უარყოფით პარლამენტმა შიდა კონტროლის სისტემის დერეგულირება მოახდინა, არადა, მისი რეგულირების ვალდებულება ჰქონდა აღებული.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის ჯერ კიდევ 2007 წელს ხელი მოეწერა დაფინანსების ხელშეკრულებას. მოცემული ხელშეკრულებით სახელმწიფომ იკისრა მთელი რიგი ვალდებულებები, რომლის განხორციელების მხარდასაჭერად ევროკომისიას ტრანშების სახით საქართველოს მთავრობისთვის უნდა გადაეხადა ათობით მილიონი ლარი.

ერთ -ერთი რეფორმათაგანი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, შეეხებოდა _ სახელმწიფო შიდა კონტროლის სისტემის დანერგვას, რომელიც შედეგად ჩაანაცვლებდა ე.წ. “რევიზორული”, უშედეგო და მიკერძოებითი კონტროლის სისტემას, რომელიც დღემდე საქართველოს ყველა სამინისტროში ფუნქციონირებს გენერალური ინსპექციების სახით, თუმცა ფიქტიურად, ზოგიერთი მათგანს დაერქვა შიდა აუდიტის სამსახური, რაც მხოლოდ დასახელებებს შორის სხვაობაა და ანალოგიურია მოლდოვის მოდელის, რომელიც საჯარო მმართველობის ფასადური ცვლილებებით, არაპროგრესული მიდგომებით ხასიათდება.

2009-2010 წლებში რეფორმაზე მომუშავე გუნდისა და მოცემულ თემაზე საქართველოში ევროკომიის ექსპერტის ჯინა ველოუს რეკომენდაციებითა და წინადადებებით შეიქმნა “სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” კანონის პროექტი. წარმოდგენილ სისტემაში ევროკომისიის მოთხოვნით ფიგურირებდა შემდეგი მოდელის შექმნის აუცილებლობა: ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გააკონტროლებდა სამინისტროების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და სსიპ-ების საქმიანობის ეფექტიანობას, ეფექტურობას და კანონიერებას. 2011 წელს ზემოაღნიშნულ კანონში შეიტანეს ცვლილებები, რომლებიც სრულიად წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

2010 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ”, რომელშიც დამოუკიდებელი ორგანოს ნაცვლად შეიქმნა შეიქმნა სსიპ სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელსაც ევალებოდა სამინისტროებში მოცემული რეფორმის გატარება, გენერალური ინსპექციების მოდერნიზაცია შიდა აუდიტის სამსახურებად, ხოლო შემდგომში, მათი საქმიანობის მონიტორინგი. ასევე, დარგში მეთოდოლოგიური ბაზისა და სატრეინინგო მოდულის პროგრამის შემუშავება.

ამ ცენტრს დასაწყისში თათია ელიაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის დაცვის წევრმა, ლევან ჭუმბურიძემ ჩაანაცვლა. მალე კი ცენტრი საერთოდ დახურეს. თათია ელიაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ცენტრი ლიკვიდირდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძისა და მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის ინიციატივით.

_ ცენტრმა სულ 4 თვე იარსება და ევროკომისიის ექსპერტთან ერთად დაიწყო დარგის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვან მეთოდოლოგიასა და კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობა. ასევე, ჩვენ დავიწყეთ აუდიტორთა გადამზადების პროცესი, თუმცა ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, კონკრეტიკამდე არ მივსულვართ, რამდენადაც სრულიად მოულოდნელად ცენტრი ლიკვიდირდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ელიაძემ.

_ რომელი სამინისტროები შემოწმდა და თუ იყო რაიმე კონკრეტული ფაქტი აღმოჩენილი?

_ ცენტრის მიზანი, ზოგადად, უწყებათა შიდა აუდიტის სამსახურების საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება იყო, იმ ხარისხობრივი პარამეტრისა და სტანდარტის მისაღწევად, რაც ამ სფეროში ევროპაში არსებობს. თუმცა ასევე პარალელურად ვახორციელებდით პროექტით გათვალისწინებულ ე.წ. “საჩვენებელ” შემოწმებებსაც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც მომზადდა, შეეხებოდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მიმდინარე პროცესებს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ დასკვნას ოფიციალური სახე არ მისცემია. დაგეგმილი და ექსპერტთან შეთანხმებული იყო რამდენიმე ძალიან კრიტიკული სფეროს აუდიტირება. რა თქმა უნდა, ეს ვეღარ მოვახერხეთ.

_ როგორ მოხდა ცენტრის ხელმძღვანელის ცვლილება და როგორ ფიქრობთ, რა მიზეზით?

_ მე, დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში ვახორციელებდი ცენტრის ხელმძღვანელის უფლებამოსილებას, ხოლო შემდგომში გავაგრძელე მოადგილედ მეთოდოლოგიურ დარგში, რამდენადაც ცენტრის უფროსად ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა დანიშნა ლევან ჭურაძე. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის კრიტერიუმი ჩემთვის უცნობია. შეგიძლიათ, მოიკითხოთ მისი ავტობიოგრაფია, ძალიან საინტერესო ფაქტებს მიაკვლევთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ის მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სამსახურში და მას არ გააჩნია არც მენეჯერული, არც პროფესიული და არც რაიმე სახის განათლება ან/და გამოცდილება.

_ რა გახდა ცენტრის დახურვის მიზეზი, ანუ რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ?

_ ცენტრი ლიკვიდირდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძისა და მაშინდელი ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის ინიციატივით. დღემდე არ ჩამბარებია გათავისუფლების ბრძანება. მიზეზი ჩემთვის და ამ ცენტრში მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული პირებისთვისაც უცნობია. ერთ დღეს გვითხრეს რომ მათი გადაწყვეტილებით სსიპ ლიკვიდირდა. ვცდილობდით განმარტების მიღებას და ასეთი განმარტებები არ გაკეთებულა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს გადაწყვეტილება ასევე დაუსაბუთებელი და მოულოდნელი იყო ევროკომისიისთვისაც. ჩვენ ვგეგმავდით ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული სფეროების შესწავლასა და უწყებებში რისკების მართვის სისტემის დანერგვას. მთავარი აქცენტები კეთდებოდა პრევენციულ კონტროლზე, რომ საჯარო დაწესებულებები არ მისულიყვნენ დღეს უკვე საზოგადოებისთვის ცნობილ სისტემურ პრობლემებამდე.

_ მიგვიყვანა თუ არა ამ ყველაფერმა სისტემურ მარცხამდე და რატომ?

_ მოგეხსენებათ, რომ სსიპ-ის ლიკვიდირების შემდგომ ფინანსთა სამინისტროს უწყებაში შექმნეს რაღაც ტიპის სამმართველო, რომელსაც გარკვეულწილად უნდა შეესრულებინა ის ფუნქციები, რაც ამ პროექტის ინიციატორებს ჰქონდათ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, შეუსრულებელია, რამდენადაც არ არსებობს დამოუკიდებელი, ობიექტური დაწესებულება, რომელსაც შეუძლია, პროცესი მართოს გამჭვირვალე, კანონიერი გზით და რაც მთავარია, პროფესიონალურ დონეზე. სისტემური მარცხია ის, როდესაც ევროკომისია გთავაზობს ფინანსურ და პროფესიულ დახმარებას, რომ განავითარო შიდა კონტროლის ინსტრუმენტი საჯარო დაწესებულებებში და ამას უშლი ხელს აბსოლუტურად გაუგებარი მოტივებით. 2007 წლის საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის გაფორმებული დაფინანსების ხელშეკრულების პირობების შესრულება იყო გამოწვევა საქართველოს საჯარო ადმინისტრირების სფეროს განვითარებისათვის. სფერო ვერ განვითარდა. შიდა კონტროლის ინსტიტუტი უწყებებში არ მუშაობს და ვერც იმუშავებდა, ამისთვის არაფერი გაკეთებულა. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ეს მოიტანდა ძალიან დიდ პრობლემებს. რეფორმა სამსახურებისთვის სახელების გადარქმევა და ერთი-ორი ტრეინინგის ჩატარება არ არის. იმ სამსახურებს გენერალური ინპექციები ერქმეოდა თუ შიდა აუდიტის სამსახურები ეს არაფერს შეცვლიდა. ფაქტია, რომ უწყებებში შეცდომები და ხარვეზების რისკი არის დაუზღვეველი, პრევენციული კონტროლის მექანიზმები არ დანერგილა. დარღვევების შემდგომი კონტროლი კი დიდს ვერაფერს ცვლის საქართველოს საზოგადოებისათვის. მთავარია, რომ ასეთი დარღვევების შანსი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი საჯარო უწყებებში, როგორც ეს ხდება განვითარებულ სახელმწიფოებში.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს რეფორმა აუცილებელი?

_ რეფორმის მიზანია, აღდგეს სახალხო დემოკრატიის, ხალხზე ორიენტირებული საჯარო სახელისუფლებო საქმიანობა. საქმიანობა, რომელთა დროსაც დაშვებული “სისტემური” თუ “არასისტემური” “შეცდომები” არ იქნება განხილული როგორც ერთი სახელისუფლებო უწყების ან/და სუბიექტის პასუხისმგებლობის საფუძვლად, არამედ ხელს შეუწყობს საჯარო ბიუროკრატიის გაჯანსაღებასა და ხალხის სამსახურში ჩადგომას. ამასთან ეს მცდელობა შესაძლებელია, განხილული იქნას, როგორც თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოების ამ სფეროში უკვე არსებული გამოცდილებისა და საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნულ საკითხზე გაწეული არაერთი შეუსრულებელი რეკომენდაციის გამოყენების მაგალითად- _ საჯარო ხელისუფლებამ თვითკონტროლის პრევენციული მექანიზმების დანერგვით _ აახდინოს საზოგადოების სურვილი _ ხალხზე ორიენტირებული მმართველობითი სერვისების დანერგვისა და მისი ეფექტიანობის მონიტორინგის გზით შექმნას- ევროპული არჩევანი- არცერთი უკონტროლო მოქმედება საზოგადოების სამსახურში! ეს მოდელი, სხვადასხვა ფორმით, დანერგილია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და იგი განიხილება, როგორც სახალხო დემოკრატიის აუცილებელი პირობა. ყველა განვითარებულ ქვეყანაში სახელმწიფო შიდა კონტროლის ძლიერი უწყების არსებობა არის კანონიერი საჯარო მმართველობის გარანტი; ამასთან, კონტროლის პალატის, როგორც გარე აუდიტორის, საქმიანობის ეფექტიანობას განსაზღვრავს, თუ რამდენად ძლიერი შიდა აუდიტის უწყება არსებობს ქვეყანაში! რეფორმის ძირითადი სტრატეგიული ორიენტირი არის, რომ სუბიექტური კონტროლის შესაძლებლობა _ ჩაანაცვლოს კონტროლის წინაშე თანასწორობის მექანიზმმა და „პოსტ ფაქტუმ” (დარღვევების შემდგომი) უშედეგო კონტროლი ჩანაცვლდეს სისტემით, რომელიც აზღვევს ყველა რისკს, აკეთებს დარღვევების პრევენციას საჯარო ხელისუფალთა საქმიანობაში, მანამ, სანამ დარღვევა მოხდება.

_ ვალდებულებების შეუსრულებლობით რა დაკარგა საქართველომ და არიან თუ არა მზად დონორები ისევ ჩადონ ფული ამ სისტემის ამუშავებაში?

_ პირველ რიგში, საქართველომ დაკარგა შანსი, გამხდარიყო საერთაშორისო სტანდარტების ადმინისტრირების საზოგადოების ნაწილი შიდა კონტროლის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობაც საჯარო ინსტიტუტებისადმი. შიდა კონტროლის ამ სისტემაზე უარის თქმამ გამოიწვია ჩვენთვის ცნობილი და უცნობი ბევრი შეცდომა, რისკის მართვის სისტემის არარსებობამ ხელი შეუშალა სისტემის სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა სფეროსთან მიმართებაში. ამასთან საქართველომ დაკარგა მისაღები ფინანსური სარგებელი, რომელსაც დონორი ორგანიზაციები იღებდნენ ამ სფეროს განვითარების ინვესტირების სახით. საქართველოდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს ევროკომისიის ექსპერტი, რომელსაც არ მიუღია პასუხი შეკითხვაზე _ რატომ შეჩერდა რეფორმა. მასთან დღემდე გვაქვს მიმოწერა, ასევე ვთანამშრომლობ მოცემულ სფეროთი დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვიცი, არსებობს ინტერესი, რომ საქართველომ ამ კუთხით წარმატებას მიაღწიოს არის ძალიან დიდი.

_ და რა ხდება დღეს?

დღეს ხდება ის, რომ ფინანსთა სამინისტროს ეს “გაურკვეველი წარმოშობის” სტრუქტურული დანაყოფი, სადაც დასაქმებული ადამიანების დიდი უმრავლესობა დაკავებულია ტყუილების შეთხზვით, რომ თითქოს რეფორმა ხორციელდება აგრძელებს აბსოლუტურად უკონტროლო ქმედებებს. ეს არის დანაშაული. დანაშაულია, რომ ხელი შეუშალო ასეთ საჭირო ცვლილებებს, დანაშაულია ისიც, რომ სახელმწიფოს დააკარგვინო მილიონობით ფინანსური სარგებელი, რომელიც ამ სისტემის დანერგვით ექნებოდა. სფეროში მოქმედი მეთოდოლოგიური ბაზა არ პასუხობს მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს. ჩაატარეს რამდენიმე “მოსაჩვენებელი” ტრენინგი, თუმცა ძალიან მარტივია დასკვნების გამოტანა თითოეულ უწყებაში როგორ მუშაობს შიდა კონტროლის სისტემა. საკმარისია, ერთი მათგანის შემოწმებაც, რომ შედეგს მთელი საზოგადოება თვალნათლივ დაინახავს.

რეფორმის განხორციელება ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობითი ანალიტიკის სფეროს განვითარებას; საკითხის სისტემურად შესწავლა გააჯანსაღებს საჯარო მმართველობით პროცესს და ამასთან, იგი გახდება ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობის გარანტორი. დამოუკიდებელი და კვალიფიციური შიდა კონტროლის ორგანოს არსებობა კი თავისმხრივ უზრუნველყოფს რეალური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას და მმართველობითი პროცესის დეპოლიტიზირებას, _ დასძინა ელიაძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ცენტრის გაუქმებაში მას მონაწილეობა არ მიუღია:

_ ცენტრი კანონით იყო შექმნილი და კანონმა გააუქმა. მე არანაირად არ გამიუქმებია და გადაწყვეტილებაც არ მიმიღია. კანონში ეწერა, რომ უნდა ყოფილიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მერე ჩაიწერა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მაგივრად უნდა შექმნილიყო კომისია და შეიქმენა. ანუ, რეორგანიზაცია მოხდა. ყველა ფუნქცია იგივე დარჩა, _ ამბობს მიქელაძე.

მისივე თქმით, არც შექმნის და არც რეორგანიზაციის პროცესებში ჩართული არ ყოფილა და შესაბამისად, არ იცის, იყო თუ არ აუცილებელი კომისიის მუშაობა.

ჩვენ შევეცადეთ ყოფილ ფინანსთა მინისტრს, კახა ბაინდურაშვილსაც დავკავშირებოდით, თუმცა უშედეგოდ. მისი ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა.

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში

13:56; 6 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ახალი თანამშრომლები არ დანიშნულან” _ ჩოხატაურის მერია

12:45; 4 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ექსპრემიერის წერილი და გამოკითხვები: ვინ რას ამბობს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე

21:11; 3 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მთავრობის ახალი ინიციატივა: არასრულწლოვნებისთვის ე.წ. სქროლზე დგომა დარეგულირდება

10:04; 3 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მთავრობა „სურსათის მიწოდების ჯაჭვში არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის მომზადებას გეგმავს

09:40; 3 სექტემბერი, 2026

არჩილ კბილაშვილი: "გირგვლიანის საქმეზე გამოძიება უახლოეს დროში განხორციელდება"

საგაფიცვო საკოორდინაციო კომისია 5 პუნქტიან მოთხოვნას ავრცელებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026
საზოგადოება

გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

16:56; 7.09.2026
საზოგადოება

შველი მდინარე სუფსაში

16:42; 7.09.2026
საზოგადოება

გრიბოედოვის #29-ის მცხოვრებლები წვიმის დროს ისევ ზარალდებიან

15:40; 7.09.2026
საზოგადოება

„წარღვნა და მეორე მოსვლა“ _ გურიაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

14:26; 7.09.2026
საზოგადოება

“ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა” _ რა მიმართულებითაა გურიაში მოძრაობა აკრძალული

14:26; 7.09.2026
საზოგადოება

უამინდობა ჩოხატაურში: დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა

13:23; 7.09.2026
საზოგადოება

“მეწყერია ჩამოწოლილი”

13:12; 7.09.2026
სამართალი

გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

12:13; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო