ქვეყნის პირველი პირი გიორგი კალანდაძეს დღეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა” _ ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქზე დევს, რომელსაც თან ახლავს გიორგი კალანდაძისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის ამსახველი კადრები
საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანმა.
,,ჩვენ შევქმენით ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელზეც ეს პოლიტიკური კონიუნქტურა ვერანაირად ვერ იმოქმედებს, იმ გაგებით, რომ ისინი ემსახურებიან არა რომელიმე პარტიას, მთავრობას ან რომელიმე პრეზიდენტს, არამედ ისინი ემსახურებიან ქართველ ხალხს. მთავარია ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული. ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს ყველაფერი მოვიტოვოთ უკან, დაბრუნდით გენშტაბში და გააგრძელეთ სამშობლოსათვის ისეთივე ერთგული სამსახური, როგორითაც გასული წლების განმავლობაში საქმიანობდით’’ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.