https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გამგეობის კანცელარიაში დავით ჩხაიძის განცხადება შევიდა

7:11; 11.11.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დაახლოებით, 2 კვირის წინ, გამგეობის კანცელარიაში დავით ჩხაიძის განცხადება შევიდა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, “ჩხაიძე საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პირია. იგი აცანელია და საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია “ქართულ ოცნებას” საორგანიზაციო საქმეებში ეხმარებოდა _ კერძოდ, აცანის ზონაში გეგმავდა და ორგანიზებას უკეთებდა კოალიციის კანდიდატის, თემურ ჩხაიძის შეხვედრებს. დავით ჩხაიძე კოალიციის შტაბში ნაკლებად ჩნდებოდა”.

გამგებლობის სურვილი კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებისა და დეპუტატ თემურ ჩხაიძისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ყოფილმა გვარდიელმა ოფიციალურად განაცხადა ამის შესახებ. მას კონსულტაციები არ ჰქონია არც დეპუტატთან, არც მისი შტაბის წევრებთან თუ პარტიულ ლიდერებთან. ამ ფაქტს დავით ჩხაიძე ასე ხსნის: “მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი. არც ერთი პარტიიდან არ ვარ წარდგენილი და არც ვალდებული ვარ, კონსულტაციები მეწარმოებინა ვინმესთან. ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ წავიდა ის დრო, როცა დირექტივებს ზემოდან იღებდნენ”.

მისი გამგებლად დანიშვნის შესაძლებლობა პირველად “რესპუბლიკური პარტიის” ადგილობრივმა ლიდერმა, რომან ბიწაძემ გაახმოვანა. ეს მანამდე მოხდა, სანამ ჩხაიძე ოფიციალურად შეიტანდა განცხადებას ლანჩხუთის გამგეობაში. მას, მართალია, ახლო მეგობრობა არ აკავშირებდა ბიწაძესთან, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია პოლიტიკურ თამაშებში გამოწრთობილი “რესპუბლიკელისთვის”, დავით ჩხაიძის კანდიდატურა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა _ ასეთი აზრია გავრცელებული კოალიციის საარჩევნო შტაბში.

რომან ბიწაძე კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ ლანჩხუთში ვერც ერთ მაღალ თანამდებობაზე ვერავინ დაინიშნებოდა კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებთან შეუთანხმებლად. ესენი კი, თავად ბიწაძესთან ერთად, არიან “თავისუფალი დემოკრატებისა” და პარტია “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები _ ელგუჯა ჩხაიძე და სოსო ბოლქვაძე. ეტყობა, რომან ბიწაძეს დაავიწყდა, საკუთარი, პრესაში რამდენჯერმე გამოქვეყნებული განცხადება და დავით ჩხაიძის კანდიდატურას ისე დაუჭირა მხარი, თანაგუნდელთა აზრით არც კი დაინტერესებულა.

დავით ჩხაიძემ ჩვენთან საბარში განაცხადა, რომ ვალდებული არ იყო ყველასთვის წინასწარ გაენდო საკუთარი გადაწყვეტილება: “როგორც რომანი მოვიდა და დაინტერესდა, ისე მოსულიყვნენ სხვებიც _ სოსო ბოლქვაძეც და ელგუჯა ჩხაიძეც. მათ არავითარი ინტერესი არ გამოუხატავთ, თორემ ავუხსნიდი, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება”, _ თქვა გამგებლობის კანდიდატმა.

ამის შესახებ სოსო ბოლქვაძეს და ელგუჯა ჩხაიძეს ერთნაირი პოზიცია აქვთ: “დავით ჩხაიძე არ არის კოალიციიდან წარდგენილი კანდიდატი. ამიტომ, არ ვართ ვალდებული, მისი შეხედულებებით და მოსაზრებებით დავინტერესდეთ. მას აქვს უფლება თავისი კანდიდატურა წარადგინოს. რატომ უნდა ვაწარმოოთ კონსულტაციები კანდიდატთან, რომელიც ოფიციალურად ჩვენი წარდგენილი არ არის?” _ კითხულობენ ისინი.

ელგუჯა ჩხაიძე მიიჩნევს, რომ “შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციაში შემავალმა პარტიებმა დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა და რომან ბიწაძე წინასწარ უმაგრებს პოზიციებს საკუთარ პარტიას. მას, დავით ჩხაიძის სახით, დასაყრდენი ეყოლება აცანაში, საიდანაც იგი ხმების წამოღებაში დაეხმარება”.

“ქართული ოცნების” შტაბში ამბობენ, რომ რომან ბიწაძე გამუდმებით საუბრობს კოალიციის სახელით, რეალურად კი, როგორც ჩანს, დანარჩენ ლიდერებთან არაფერს ათანხმებს, რაც კარგად ჩანს კონკრეტული მაგალითიდან.

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჩხაიძეს გამგებლობის ამბიცია აქვს, გამოჩნდნენ პირები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ იდეას. ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებული, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის დირექტორი, მაია ჩხაიძე დავით ჩხაიძეს კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს. ჩხაიძემ ადგილობრივ პრესაში საინფორმაციო ომიც კი გააჩაღა დავით ჩხაიძის წინააღმდეგ _ 1993 წლის სამოქალაქო ომის დროს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანაში მძინარე მხედრიონელები დახვრიტეს. ამ შემზარავი ისტორიის ორგანიზატორად მაია ჩხაიძე სწორედ დავით ჩხაიძეს ასახელებს, რომელიც მაშინ ეროვნული გვარდიის ლანჩხუთის ნაწილის ხელმძღვანელი იყო.

დავით ჩხაიძე, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე ცდილობს ამ ბრალდების გაბათილებას: “მაშინ, ზვიად გამსახურდიას კანონიერად არჩეული ხელისუფლების მომხრე და დამცველი ვიყავი და ბანდფორმირებებს ვებრძოდი. ამას სამოქალაქო ომიც კი არ ერქვა _ ეს იყო ბრძოლა კრიმინალურ დაჯგუფებებთან. იმ ქალაქში ვიცავდი წესრიგს, სადაც პირველი პრეზიდენტის ხელისუფლებას ეროვნული გვარდია აღადგენდა. ამ კონკრეტული ფაქტის დროს, ლანჩხუთში საერთოდ არ ვიმყოფებოდი. ჩემი ნაწილი აბაშაში იყო დისლოცირებული”, _ ამბობს ყოფილი სამხედრო. მისთვის ცოტათი ძნელი ასახსნელი აღმოჩნდა, ასე გააფთრებით რატომ უპირისპირდება მას თანასოფლელი და შორეული ნათესავი.

რომან ბიწაძის აზრით, ჩხაიძე დისციპლინირებული და მოწესრიგებული ადამიანია, რომელიც “რკინის ხელით” შეძლებს ლანჩხუთის მართვას.

არის საზოგადოებისთვის საინტერესო კიდევ ერთი საკითხი _ მიუხედავად ათასი მითქმა-მოთქმისა და ბევრი სავარაუდო კანდიდატის დასახელებისა, გამგებლის ვაკანსიის მოსაპოვებლად, არც ერთ მათგანს განცხადება არ შეუტანია. 2 კვირაა, რაც ლანჩხუთის საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში მხოლოდ დავით ჩხაიძის უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატურა განიხილება. ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ჩხაიძეც არაა მოვლენების საქმის კურსში. დავით ჩხაიძის განმარტებით, მართალია, თემური მისი ძმის ახლო მეგობარია და წინასაარჩევნო პერიოდში ერთგულად ედგა გვერდით, მაგრამ მისი გადაწყვეტილების შესახებ დეპუტატისთვის არ უცნობებია.

დავით ჩხაიძე დღემდე ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად რჩება. მის უშუალო მოვალეობაში შედიოდა იმ ტერიტორიების გარე პერიმეტრის უსაფრთხოება, სადაც პოლიტიკური ლიდერი უნდა ჩასულიყო. მისი თქმით, ივანიშვილთან რამე ურთიერთობა მას არ ჰქონია. მიუხედავად მცდელობისა, ჩვენ ვერ შევძელით, დაგვედგინა ვინ ლობირებს ჩხაიძის კანდიდატურას. მისი ერთადერთი “ლობისტი”, ადგილობრივ დონეზე, რომან ბიწაძე აღმოჩნდა. თავად კანდიდატის თქმით, მას ლობისტი არც სჭირდება. იგი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ბოლოს და ბოლოს, დადგა ის დრო, როცა ადამიანი მხოლოდ თავისი შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების წყალობით დაინიშნება კონკრეტულ თანამდებობაზე და არა ზემოდან დარეკვებით ან ნათესაური კავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ დავით ჩხაიძე ლანჩხუთის გამგებლად მოგვევლინება, აპირებს ხისტი, მაგრამ სამართლიანი საკადრო პოლიტიკა განახორციელოს. იგი გამორიცხავს, რომ რომელიმე თანამდებობაზე “ჩაწყობით” დანიშნოს კადრი. როგორც თავად გვარწმუნებს, გუნდთან ერთად შეისწავლის ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობებს და მხოლოდ სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ანალოგიურში გვარწმუნებდა ყოფილი გამგებელიც, მაგრამ მხოლოდ სიტყვებით _ ლანჩხუთში ყველამ კარგად იცოდა, რომ გიორგი გოგუაძის პირადი სურვილის და მხარდაჭერის გარეშე დამლაგებლადაც კი ვერავინ დაინიშნებოდა.

საკადრო პოლიტიკის გარდა, დავით ჩხაიძემ ჩვენთან, ადგილობრივ დონეზე მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც ისაუბრა. მისი აზრით, მარტო აცანიდან წასული იმდენი ცნობილი და შეძლებული ბიზნესმენია ქვეყანაში, მხოლოდ მათი სურვილი საკმარისი იქნება, რომ მცირე საწარმოები ამუშავდეს არამარტო აცანაში, არამედ მთელ ლანჩხუთშიც.

სხვათა შორის, ჩხაიძემ პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის ქმარი, სოსო ჩხაიძეც ახსენა და არ გამორიცხა, რომ მან აცანაში რაიმე ბიზნესი დაიწყოს. გამგებლობის კანდიდატის ოპონენტის, მაია ჩხაიძის თქმით, სოსო ჩხაიძე დავით ჩხაიძის შვილის ნათლიაა. ამასთანავე, ის არის ემზარ თედორაძის მეჯვარეც. თედორაძე წინა ხელისუფლების დროს აცანის რწმუნებული იყო და “ნაციონალურ” იდეებს ერთგულებას უცხადებდა. კულტურის ცენტრის თანამშრომელი მიიჩნევს, რომ დავით ჩხაიძე ემზარ თედორაძის და ბიზნესმენ სოსო ჩხაიძის ერთობლივი პროექტია, ხოლო პარლამენტარი მარიკა ვერულაშვილი _ ამ პროექტის მხარდამჭერი.

დავით ჩხაიძის ირგვლივ საზოგადოებაშიც არაერთგვაროვანი აზრი ტრიალებს. მას ჰყავს როგორც მომხრეები, ისე _ მოწინააღმდეგეები, რომლებიც არგუმენტებს არ იშურებენ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

კოალიცია “ქართული ოცნების” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოსო ბოლქვაძე ამბობს, რომ “ამ ეტაპზე აუცილებელი არ არის ახალი გამგებლის დანიშვნა. ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელიც კარგად ართმევს თავს საქმეს. ხოლო თუ მარტში თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, მაშინ ხალხი გამგებელსაც თავად აირჩევს, რაც ყველა გაუგებრობას გააქარწყლებს”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სასამართლოებში "გამქრალი" 2 335 212 ლარი _ ლევან ბეჟაშვილის გადამალული აუდიტი

სალომე მახარაძე: "გულწრფელად თანავუგრძნობ ირაკლი ღარიბაშვილს, ის გამოუვალ მდგომარეობაშია..."

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025
სამართალი

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

16:49; 19.12.2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:02; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

15:42; 19.12.2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19.12.2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19.12.2025
პოლიტიკა

“საკანონმდებლო ცვლილებით “ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება”

14:24; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

14:07; 19.12.2025
საზოგადოება

ისანში საცხოვრებელ სახლში ხანძარია _ კადრებო სოციალურ ქსელში ვრცელდება

13:29; 19.12.2025
სამართალი

პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძის საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

13:22; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო