სამართალდამცველთა ცნობით, ქართველთა დაკავება იმ დროს მოხდა, როცა ისინი ქალაქის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ სახლში შეღწევას ცდილობდნენ. არ არის გამორიცხული, რომ მათი ჩადენილი იყოს მრავალრიცხოვანი ქურდობის ფაქტები, რომელიც იტალიის ამ ქალაქში ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა.
იტალიური ინტერნეტგამოცემა www.gds.it-ი აღნიშნავს, რომ გახშირებული ქურდობების გამო ქალაქში ყველაზე დიდი მოთხოვნა მჭედელზე და საკეტების ხელოსნებზეა, რადგანაც მოქალაქეები სახლებისა და კომერციული დაწესებულებების უფრო საიმედოდ დაცვას ცდილობენ.