ჩანტლაძე ახალაიას კადრად ითვლებოდა, თუმცა, არჩევნების შემდეგ თანამდებობაზე მაინც დატოვეს. ჩანტლაძესთან ერთად პოსტები შეინარჩუნეს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის პოლიციის უფროსებმაც, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში. თავად ჩანტლაძე კი “გურია ნიუსმა” არჩევნების წინა დღეს, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისული დააფიქსირა.
რამდენიმე დღის წინ, ჩანტლაძე ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ თანამდებობაზე პროფესიონალიზმის გამო დატოვეს, თუმცა დღეს ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. შესაბამისად, რა გახდა მისი სახლში გაშვების მიზეზი.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები სამხარეო პოლიციის სხვა უფროსებსაც დააწერინეს.