“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია გურიაში ძალოვნების თანამდებობების დატოვების შესახებ, არ დაადასტურა.
_ ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას იმიტომ, რომ ამის შესახებ ჯერ სამინისტროში არაფერია ცნობილი. მე როგორც ვიცი, გურიის თემა ამ ეტაპზე შეჩერებულია და სხვა კანდიდატურა არ განიხილება, – გვითხრა გიორგობიანმა.