„მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი სამშობლოდან იძულებით არის წამოსული. ეს არის ცუდი, თორემ უცხო ქვეყნის ნახვა და მოგზაურობა ძალიან კარგია. კარგია სწავლა, კარგია მოგზაურობა, ეს ყველაფერი კარგია, მაშინ, როდესაც შენს სახლში ხარ კარგად და საკუთარ ქვეყანაში თავს ღირსეულ მოქალაქედ გრძნობ,“ _ განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა პირობა მისცა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომ სამართლიანობის აღდგენით, ეკონომიკური განვითარებით, სამუშაო ადგილების შექმნით, ხელისუფლება მოახერხებს და ღირსეულ ცხოვრებას შეუქმნის თითოეულ მოქალაქეს.
საქართველო პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბელგიაში მცხოვრებ ქართველებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, შეიქმნება საინვესტიციო ფონდი, რომელიც ბიზნესდპროექტებს განიხილავს.
„შევქმნით საინვესტიციო ფონდს, სადაც მოვიწვებთ სპეციალისტებს და განვიხილავთ ბიზნეს-პროექტებს. თუ საინტერესო ბიზნეს-პროექტის ავტორს ექნება 25%დმდე დაფინანსების საშუალება, ამ ფონდიდან დამატებით მიიღებს 75%დმდე დაფინასებას. ამას გარდა, შეიქმნება კრეატიული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კრეატიული პროექტების პაკეტის შექმნაზე“, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.