იგი გარკვეული პერიოდი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. წყაროს ინფორმაცით, ბაზაძის პროკურატურაში დაბარება თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდს უკავშირდება.
“გურია ნიუსი” შსს მაღალჩინოსანის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესასთან ურთიერობის სამსახურის უფროსს, მარიამ სხილაძეს დაუკავშირდა.
_ პროკურატურა დუმს ამ თემაზე. ჯერჯერობით, არ მაქვს ამაზე პასუხი. მერე გავავრცელოთ ინფორმაცია.
ქალბატონო ირმა, მოგივათ ინფორმაცია. განცხადებას ხომ გიგზავნით, როდესაც დაკავებაა და რა ფაქტზე დაკავდა, თუ დაკავებაა, მაგრამ თუ მოწმის სტატუსით არის დაბარებული… სავარაუდოდ, ამიტომ არ პასუხობს ჯერ არავინ.”
“გური ნიუსმა” ამ ფაქტის გადამოწმება შსს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვალეთან, ნინო გორგობიანთან სცადა, მაგრამ ვერ დავუკავშირდით, რადგან ტელეფონს არ პასუხობს.