_ ეს იქნება გამაფრთხილებელი გაფიცვა „გმირთა მოედანზე“. ვაპირებთ პროტესტის გამოხატვას, რაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გადადგომაში მდგომარეობს, _ აცხადებენ ისინი „გურია ნიუსთან“.
_ ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით წინა ხელისუფლების მშვიდობიანად წასვლაში. ასე არ უნდათ? კი, ბატონო, ჩვენც სხვა ზომებს მივმართავთ. არეჩვენები ჩატარდა მშვიდობიანად და ესენიც მშვიდობიანად უნდა წავიდნენ. ჩვენს სასიკეთოდ ჯერ არაფერი არ იგრძნობა. გუბერნატორი, გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ადგილზეა და ამ ხალხს მოლოდინი აქვს ხელისუფლების შეცვლისა. ვითხოვთ მათ გადადგომას. მათ ადგილზე კი, ავირჩევთ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ხალხის სასიკეთოდ გადაწყვეტენ ბევრ კეთილ საქმეს.
ვეტერანების განცხადებით, თუ ხელისუფლება ყურად არ იღებს ამ მოთხოვნებს, აქციებს ფართო მასშტაბის სახე მიეცემა.