ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 2 360 ლარი იქნება, მისი მოადგილის _ 1 615 ლარი, საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეების კი _ 1 280-1280 ლარი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის _ 2 360 ლარი, გამგებლის პირველი მოადგილის _ 1 235 ლარი, გამგებლის მოადგილის _ 750 ლარი, სამსახურის უფროსის _ 950 ლარი, სამსახურის განყოფილების უფროსის _ 770 ლარი. სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის _ 950 ლარი, მთავარი სპეციალისტის _ 530 ლარი, მთავარი სპეციალისტის სახანძრო ზედამხედველობის საკითხებში _ 530 ლარი, ცვლის უფროსისა და მეხანძრის _ 495-495 ლარი, დისპეტჩერის _ 455 ლარი, მძღოლის _ 475 ლარი, დამლაგებლის _ 330 ლარი.