მისი თქმით, სოცპაკეტი 14 პროგრამით იქნება წარმოდგენილი: _ 2012 წლის ბიუჯეტში ეს პაკეტი 17 პროგრამით წარმოდგენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წელს შემცირდა, პირიქით, გაიზარდა და დაემატა ორი ახალი პროგრამა. თუმცა, ერთმა პროგრამამ სამედიცინო დახმარების პროგრამამ ოთხი პროგრამა გააერთიანა, ამის გამო, მთელი რიგი შენიშვნები და სიახლეებია სოცპაკეტში და ვიწყებთ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას გაცემისა და მიღების წესთან დაკავშირებით. ეს წესი კი ამოქმედდება პირველი იანვრიდან. თუ საყოველთაო დაზღვევა იქნება, მაშინ აუცილებლად კიდევ მოხდება ცვლილებები, _ განაცხადა ირინა საჯაიამ.
“გურია ნიუსი” რამდენიმე პროგრამის ბიუჯეტს წარმოგიდგენთ: მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა 140.000 ლარი; უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის _ 80.000 ლარი; სტიქიური მოვლენების შედეგად და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა 150.000 ლარი; ვეტერანთა დახმარების პროგრამა 19000 ლარი; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და II მსოფლიო ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; გათვალისწინებულია 10000 ლარი (250 ლარი თითოეულზე); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამა _ 40100 ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა (აფხაზეთი-სამაჩაბლო) _ 16.300 ლარი; ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა _ 1500 ლარი; ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებზე სათბობის (შეშის) შეძენის ხარჯები _ 20.000 ლარი; თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა _ 34.000 ლარი; სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება _ 30.000 ლარი…