“ოზურგეთში და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში აქტივისტების საშუალებით აგროვებენ ხელმოწერებს გურიის გუბერნატორის პოსტზე სხვადასხვა კანდიდატურების (მათ შორის ერთ-ერთი კოალიციაში შემავალი პარტიის წევრიც ყოფილა) წარსადგენად. ამ მიზნით დგება თითიდან გამოწოვილი რეიტინგები, გაშლილია სააგიტაციო მუშაობა და ა.შ. ნებისმიერ სამოქალაქო ინიციატივას აქვს არსებობის უფლება, უდაოა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მხარდამჭერებს მოვუწოდებ, რომ გაითვალისწინონ – ამ აქტიურობას არანაირი კავშირი არა აქვს ჩვენთან და იგი ჩვენგან მხარდაჭერილი არ იქნება. უფრო მეტიც, ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციის საფუძველზე, ადგილობრივი სამხარეო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს ნებისმიერი გზით საზოგადოებას თავს მოახვიოს საკუთარი კანდიდატურა გურიის გუბერნატორის პოსტზე და ამაში, სამწუხაროდ, ჩვენი ვითომდა ზოგიერთ “მხარდამჭერიც” ცდილობს მათ ხელისშეწყობას. კოალიცია “ქართულ ოცნებას” ჯერჯერობით არ დაუსახელებია საკუთარი კანდიდატურა გურიის გუბერნატორის პოსტზე, რადგანაც, დღესდღეობით, გუბერნატორის გათავისუფლების და მითუმეტეს ძველი წესით ახალი გუბერნატორის დანიშვნა ცენტრალური ხელისუფლების დღის წესრიგში არ დგას.”_ განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved