1. “საქართველოს მთავრობასა და შპს “ბახვი ჰაიდროპაუერს” შორის 2009 წლის 14 მაისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობის შპს „ბახვი ჰაიდროპაუერის” მიერ დარღვევასთან დაკავშირებით, ამავე მემორანდუმის 3.6.1 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს შპს „ბახვი ჰაიდროპაუერის” მიერ წარდგენილი 2012 წლის 18 ივლისის №PE28996 12 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის (1 020 000 აშშ დოლარი) სრული ოდენობით მოთხოვნა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის სახელით შესაბამისი ქმედებების განხორციელების (მათშორის, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნაზე შესაბამის ბანკში წარსადგენ წერილზე ხელმოწერა) უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახა კალაძეს,” _ ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს.