ლევან გვაზავა ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო მისი შს მინისტრობის პერიოდში, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს კი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
როგორც “გურია ნიუსს” წყარო ატყობინებს, გვაზავა პროკურატურაში ზურაბ მიქაძის (საპატრულო პოლიციის უფროსი ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს), ჩვენების საფუძველზე დაიბარეს. ჩვენი წყაროს ცნობით, იარაღი, რომელიც ბუტა რობაქიძეს და დაკავებულ ბიჭებს დაუდეს, სწორედ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან წამოიღეს.
ლევან გვაზავა პროკურატურაში ამ დრომდე არ გამოცხადებულა. გავრცელებული ინფორმაციით, მის სახლში პოლიცია მივიდა, მაგრამ გვაზავა არ დახვდათ. შესაძლებელია, მან საქართველო უკვე დატოვა.