როგორც გავარკვიეთ, საუბარი ხელფასების მომატებას ეხებოდა. დახურულ შეხვედრაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ დეპუტატებს განუმარტა, რომ ფინანსთან სამინისტროს 200 000 ლარს მხოლოდ და მხოლოდ ხელფასების მომატებისთვის სთხოვა, თუმცა, ვერაფერს გახდა. მანვე ისიც აღნიშნა, რომ მისთვის უმჯობესია თანამდებობრივი სარგოები თანამდებობის პირებს გაეზარდოთ და არა დეპუტატებს, როგორც უფლებამოსილების თანხა. გავარკვიეთ ისიც, რომ დეპუტატები უფლებამოსილების თანხის გაზრდას 500 ლარამდე ითხოვენ. ამავე შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ თუკი ოზურგეთმა მოახერხა ხელფასების გაზრდა, ეს ჩოხატაურმაც უნდა შეძლოს, თუმცა რა ფორმით, ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს.
დახურული შეხვედრის შემდეგ, ჩვენ შევეცადეთ განმარტებები საკრებულოს თავმჯდომარიდან მიგვეღო, თუმცა, ანტონ ხუნდაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი საუბარი შეხვედრაზე არ ყოფილა. არადა, ჩანაწერში, რომელიც “გურია ნიუსმა” ამ სხდომიდან მოიპოვა, გარკვევით ისმის ხუნდაძის ხმა, სადაც ის აღნიშნავს, როგორ ითხოვს 200 000 ლარს ხელფასების გაზრდისთვის:
_ მასეთი რამ მე არ მითქვამს, _ დაგვიზუსტა ხუნდაძემ და დასძინა, რომ დახურულ კარს მიღმა დეპუტატებს შიდა საკითხებზე (?!) ესაუბრა.