“მან მოინახულა კონფლიქტურ რეგიონთან არსებული ყველა საგუშაგო და რეგიონის ყველა პოლიციის განყოფილება. მინისტრი პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მათი მუშაობის პირობებს. მიიღო ინფორმაცია რეგიონებში არსებული კრიმინოგენული სიტუაციისა და პოლიციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, პოლიცია ჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას.
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს პოლიციის ყველა სამხარეო სამმართველოს და რაიონულ განყოფილებებს ეწვევა. პირველი ვიზიტი, კახეთის რეგიონში 26 ნოემბერს შედგა.”