ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც “ნაციონალები” იყვნენ, ქმნიან ახალ ფრაქციას, სახელწოდებით “ოზურგეთელი.” ამ ახალ ფრაქციას სათავეში თემურ მოქია ჩაუდგება, ხოლო წევრები იქნებიან ოზურგეთის მუნიპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარე თამაზ სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პეტრე სალუქვაძე, მაჟორიტარი დეპუტატები: პაატა კიღურაძე, მერაბ მჟავია და ნესტორ ჟღენტი.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა თემურ მოქიას, რომელმაც ეს ინფორმაცია, არც უარყო და არც დაადასტურა.
_ოფიციალურ კომენტარს ამასთან დაკავშირებით, ვერ გავაკეთებ, რადგან ოფიციალური სახე ჯერ არ აქვს მიღებული ამ ყველაფერს. როცა საკითხი გადაწყდება, აუცილებლად გეტყვით, _ გვითხრა მოქიამ.
ჯერჯერობით, ჩვენთვის არ არის ცნობილი, ვინ დაიკავებს საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს.